მათემატიკა და ხელოვნება
1.პროექტის სახელწოდება:"მათემატიკა და ხელოვნება"
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: მათემატიკასა და ხელოვნებას შორის კავშირის აღმოჩენა.ხელოვნების ნიმუშები მათემატიკური ფორმულირებით. (ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები,ნაქარგობა,არქიტექტურა და სხვა)
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან ორნამენტებისა და პარკეტის შედგენას.აღმოაჩენენ კავშირს მათემატიკასა და ხელოვნებას შორის.
4.პროექტის მიზნები:გეომეტრიული გარდაქმნების პრაქტიკული გამოყენება, ცენტრული და ღერძული სიმეტრიების, პარალელური გადატანის, მობრუნების საშუალებით ორნამენტების შედგენა. სხვადასხვა სახის პარკეტის შედგენა. ამასთან ერთად ქართული ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ქვეყნებში გამოყენებული ორნამენტების შედარება.
5.მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი (მეცხრე კლასის მოსწავლეები)
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
* ქართული ორნამენტების ნიმუშების მიხედვით ახალი ორნამენტების შედგენა;
* სხვადასხვა სახის პარკეტის შედგენა;
* სლაიდ–შოუს შექმნა;
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
* ადამიანური რესურსი;
* საწერი და სახაზავი საშუალებები, ქაღალდი;
* მეცხრე კლასის სახელმძღვანელო. ავტორი გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი
* კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
* ინტერნეტის საძიებო სისტემები: ( www.patticerhate.ge www.stitching.ge/ornamenti kvant.mccme.ru/1977/03ornamenti.htm)
* ჟურნალი "კვანტი", 1986 წ.N6
* ფულადი სახსრები ექსკურსიის მოსაწყობად
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტიობები):
* მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს ორნამენტის შესახებ ძველ ქართულ და სხვა ქვეყნის ხუროთმოძღვრულ ძეგლებში;
* საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ექსკურსიის მოწყობა;
* მოძიებული მასალის მათემატიკური თვალსაზრისით შესწავლა და გამოკვლევა;
* სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სხვადასხვა სახის პარკეტების შექმნა;
* სლაიდ–შოუს შექმნა;
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი აკავშირებს ერთმანეთთან მათემატიკასა და ხელოვნებას. კავშირი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. (მიმართულება : გეომეტრია და სივრცის აღქმა. მათ. IX.9)
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მანანა ცირდავა
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: mananacirdava@gmail.com
გამარჯობათ თუ შეიძლება მომცეროთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ReplyDelete